ჩაბარების ვადა:

9 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1985 - ტენდერი ძალოვანი ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს ძალოვანი ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს კუთვნილი ძალოვანი ტრანსფორმატორის რემონტი.

ძალოვანი ტრანსფორმატორის ადგილმდებარეობა: საქართველო, ოზურგეთის რაიონი, სოფელი გომი, „ბჟუჟ ჰესი“.

ძალოვანი ტრანსფორმატორის ტიპი: ТД – 16000/35У1.

დართულ ფაილში გთხოვთ, იხილოთ ძალოვანი ტრანსფორმატორი გამოცდის ოქმი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების მაქსიმალურად დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ (შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია მზად უნდა იყოს, რომ წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე);
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 9 დეკემბრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; საგარანტიო პირობები - 20%; შესრულების ვადა - 30%; გადახდის პირობა - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 577 62 62 40. საკონტაქტო პირი: მალხაზ სამინავა. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ