ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1990 - კონკურსი უქმი წყალსაგდების მარცხენა ფერდის გამაგრების სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

კონკურსის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს კონკურსს - №075-BID-16 - ერთ ლოტად, "ჟინვალჰესი"-ს უქმი წყალსაგდების მარცხენა ფერდის გამაგრების სამუშაოების შესყიდვის თაობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.

1 ლოტი: ობიექტთან მისასვლელი გზების გ-1 და გ-2 გაფართოება-პროფილირება და წყალსაგდები კედლის გამაგრება მაკაფერის რენო-ლეიბებით და გაბიონებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
    1. გაკოტრების პროცესში
    2. ლიკვიდაციის პროცესში
  • მონაწილეს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ლოტი უნდა იყოს შევსებული სრულად.

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ ქვემოთ მოცემულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ან იხილოთ თანდართულ ფაილში.

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2016 წლის 15 დეკემბერი, 15:00 სთ;
შემდეგ მისამართზე: 
თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33

წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი თანდართული კომპაქტ-დისკით (CD).

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ირაკლი ფცქიალაძე
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის.: თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: iptskialadze@gwp.ge
ტელეფონი: +(995 322) 931111 (1149); 593 182252

საკონტაქტო პირი: გივი სულავა
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის.: თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: gsulava@gwp.ge
ტელეფონი: +(995 322) 931111 (1145); +(995) 577 715194