ჩაბარების ვადა:

9 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1991 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ლუქს დეველოპმენტი" აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ თბილისი, აწყურის ქუჩა #45-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით.

სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2 (ორი) წლის ვადაში.

სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება სამშენებლო კომპანიის შერჩევის შემდეგი პირობით:

  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდა მოხდება შემდეგ პირობებით:
    1. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდა დამკვეთის მიერ მოხდება სამშენებლო სამუშაოების ეტაპობრივად შესრულების შემდგომ;
    2. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდა უზრუნველყოფილი იქნება საბანკო გარანტიით;
    3. ხელშეკრულების გაფორმებისას დამკვეთი სამშენებლო კომპანიას წარუდგენს საბანკო გარანტიას მშენებლობის შესაბამისი ეტაპების ღირებულების თანხაზე;
    4. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა დამოკიდებული იქნება შესაბამისი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაზე, ექსპერტიზის ჩატარებასა (ექსპერტიზის დასკვნით უნდა დგინდებოდეს სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი შესრულება დამტკიცებული პროექტის, ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად) და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ 9 დეკემბრის 18:00 საათამდე მოგვაწოდოთ თანხმობა ტენდერში მონაწილეობის თაობაზე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: dmitrooleynikov@gmail.comltdluxdevelopment@gmail.com .

ტენდერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიები.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ