ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1997 - ავტომობილების გაყიდვა-აუქციონი

ტენდერის აღწერილობა:

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში აცხადებს აუქციონს კუთვნილი ავტომობილების გასაყიდად.

ავტომობილების ძირითადი მონაცემები იხილეთ თანდართულ ფაილში.

ავტომობილის ნახვა შეიძლება ვტომობილების სადგომზე მრგვალ ბაღთან, (ვაკის რაიონი, თბილისი, საქართველო). საკონტაქტო პირი ავტომობილის ნახვისთვის: ზაზა ედიშერაშვილი, 599 558479 (15:00-დან 17:00 საათამდე, სამუშაო დღეებში).

ავტომობილები გაიყიდება ყველაზე მაღალ შემოთავაზებულ ფასად (წინასწარი გადახდით), რომელიც არ უდნა იყოს მინიმალურ ფასზე დაბალი. ავტომობილის მდგომარეობის გაცნობა და დათვალიერება უნდა მოხდეს წინასწარ, შეძენის შემდეგ პრეტენზიების გათვალისიწნება არ მოხდება. ავტომობილის ფასთან ერთად მყიდველი ვალდებული იქნება გადაიხადოს საბაჟო და რეგისტრაციის ხარჯები რადგანაც ავტომობილები იმყოფება განუბაჟბელ მდგომარეობაში. განაცხადი შეგიძლიათ შემოიტანოთ ერთ, ორ ან ყველა წარდგენილ ავტომობილის შესაძენად, სურვილისამებრ.

ერთი ან მეტი ავტომობილისთვის აუქციონში მონაწილეობის მიღება არცერთ მხარეს არ ავალდებულებს, რომ თითოეულ გაკეთებულ შეთავაზებაზე მოხდეს გაყიდვა/შეძენა.

თქვენი შეთავაზება უნდა მოიცავდეს : 

  • შემოთავაზებულ ფასს განსაზღვრულ ავტომობილზე, აშშ დოლარში;
  • შემოთავაზების მოქმედების ვადას;
  • მსურველი პირის პასპორტის ასლს;
  • საკონტაქტო ინფორმაციას ( სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).

განაცხადის ჩაბარების პირობები:

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა დაიწეროს მხოლოდ: “იუნისეფის ავტომობილების გაყიდვა-აუქციონი” დალუქული კონვერტი პირადად მოათავსეთ სატენდერო ყუთში, რომელიც არის გაეროს შენობაში, პირველ სართულზე, ერისთავის #9, ვაკე, თბილისი, საქართველო. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.12.2016, 15:00

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი გაუქმდება თუ: 

  • დოკუმენტაცია არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილ მოთხოვნებს.
  • შემოთავაზებული ფასი იქნება მინიმალურ ღირებულებაზე დაბალი
  • სრული თანხა არ გადმოირიცხება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მიიღებთ შეტყობინებას აუქციონის მოგებასთან დაკავშირებით.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ