ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T2003 - ტენდერი შენობის რეაბილიტაციაზე ვანის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განაცხადი ტენდერზე შენობის რეაბილიტაცია ვანში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში. 

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურულ კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი.
სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 დეკემბერი 13:00 საათი.

პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2016 წლის 14 დეკემბერს 13:00 საათზე. მერსი ქორსს-ის ქუთაისის ქვე-ოფისიდან. (სამუშაოს განხორციელების ადგილის მონახულებაზე დასწრება სავალდებულოა).

ტენდერის განხილვა ჩატარდება 2016 წლის 20 დეკემბერს 13:00 საათზე, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები