ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2005 - ტენდერო ავტო გაზგასამართ სადგურზე კომპრესორების სარეზერვო ელ. კვების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს ავტო გაზგასამართ სადგურზე კომპრესორების სარეზერვო ელ. კვების მოწყობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ქ. თბილისში უნივერსიტეტის ქ. N6, მდებარე ნეოგაზის ავტო გაზგასამართი სადგურის ორი ც. კომპრესორისთვის ტრანსფორმატორებიდან სარეზერვო კვების მოწყობა;
  • სამუშაოები განხორციელდება შემსრულებლის მასალით;

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ მასალებისა და სამუშაოების ჩამონათვალი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხცა ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე (შენიშვნა: შემოტავაზებული თანხა უნდა ითვალისწინებდეს ყველანაირ შესასრულებელ სამუშაოს და არ უნდა ექვემდებარებოდეს შემდგომში გაზრდას გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამკვეთი დაამატებს სამუშაოს).
  • სამუშაოების შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 14 დეკემბრის 17:00 სთ-მდე;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 595 33 44 24; საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი