ჩაბარების ვადა:

16 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2011 - ტენდერი ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქტის აღწერა:

  • ფულის სათვლელი აპარატი;
  • რაოდენობა - 170 ცალი.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

მახასიათებლები:

  • აპარატს უნდა ქონდეს ინტეგრირებული ულტრაიისფერი დეტექცია, მაგნიტური დეტექცია, სასურველია ასევე იყოს აღჭურვილი ინფრაწითლი დეტექციით და შესაძლებელი იყოს მექანიკურად ულტრაიისფერი დეტექციის გამოყენება;
  • სავარაუდო ზომები (სიგრძე X სიმაღლე X სიგანე) : 345 მმ X 300 მმ X 390 მმ;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ლადო სიჭინავას სახელზე)
  • გარანტია: 1 წელი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 დეკემბრიდან 2016 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლადო სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4617)
მობ.:(+995 599) 740041
ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 დეკემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=669&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დოკუმენტაცია