ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2017, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T2088 - ტენდერი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation-„MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის გაზრდა (სახელმწიფოს, ბიზნესის და საჯარო სექტორის, დონორი/საერთაშორისო და ზოგადად საზოგადოების ჩათვლით) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აქტივობებისა და საბოლოო შედეგების შესახებ. საკონსულტაციო კომპანიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოების წარმატებულ ურთიერთობასა და გრძელვადიან თანამშრომლობას.

კომპანია შეირჩევა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით: http://www.mcc.gov/pages/business/guidelines. (საკონსულტაციო კომპანიის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით) (CQS).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი მოცემულ ელექტრონულ მისამართზე ktateshvili@mcageorgia.ge, კომპანიის შესახებ დეტალების მითითებით:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
cc: ktateshvili@mcageorgia.ge

საკვალიფიკაციო ინფორმაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 9 თებერვალი საღამოს 7:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
cc: ktateshvili@mcageorgia.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები

დოკუმენტაცია