ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2090 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 39 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს ბანკისთვის ავეჯის დამზადებას და ფილიალებში მიწოდებას ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • დანართ #1 -ში მოცემული ავეჯის ჩამონათვალის ფასები ლარში. (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს; ფასები დაფიქსირდება ხელშეკრულებაში და ცვლილებას არ დაექვემდებარება შემდგომი 1 წლის განმავლობაში).
  • დანართ # 1 - ში მოცემული სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯები, გაწერილი ლარში. ( ფასები დაფიქსირდება ხელშეკრულებაში და ცვლილებას არ დაექვემდებარება შემდგომი 1 წლის განმავლობაში).
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი კომპანიებისგან;
  • გამოცდილება, კვალიფიკაცია ( წერილობითი ფორმით);
  • პრეტენდენტებმა CD-ით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული საოფისე ავეჯის ფოტო ან ვიდეო მასალა.
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები;

P.S დანართ #1 ში მითითებული პოზიციები #17 და #18 და # 27 შესაძლოა აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სატენდერო მოთხოვნა. ტენდერში მონაწილე კომპანიებს უფლება აქვთ წარმოადგინონ შემოთავაზებები ამ სამი პოზიციის გამოკლებით ან მხოლოდ ამ სამ პოზიციაზე ან მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მათგანზე.

*ავეჯის ვიზუალი და ზომები მოცემულია „ავეჯის კატალოგში“ ( იხილეთ თანდართული დოკუმენტი)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებები მიიღება 2017 წლის 16 იანვრის საღამოს 6 საათამდე. სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, ფინკა ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 71, ბლოკი1, მესამე სართული, ოფისი 12. კონვერტი განთავსდება დალუქულ სატენდერო ყუთში, რომელსაც შიდა სატენდერო კომისია გასხსნის.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge

განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნას.
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით. ხელშეკრულება გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებათ.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი. 

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები

დოკუმენტაცია