ჩაბარების ვადა:

19 იანვარი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2111 - ტენდერი თარგმნის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - ერთ ლოტად, თარგმნის მომსახურების შესყიდვის თაობაზე შემდეგ ენებში: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:

სამუშაო გამოცდილება წერილობითი თარგმანების შესრულებაში:

  • თარგმნა ქართული ენიდან რუსულ ენაზე;
  • თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე;
  • თარგმნა ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე;
  • თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
  • თარგმნა ქართული ენიდან გერმანულ ენაზე;
  • თარგმნა გერმანული ენიდან ქართულ ენაზე;
  • თარგმნა ქართული ენიდან ფრანგულ ენაზე;
  • თარგმნა ფრანგული ენიდან ქართულ ენაზე;

აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

1. ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში: 

  • პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • CV (ინფორმაცია / მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ)

2. იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:

  • იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • ინფორმაცია / მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის / თარჯიმანის მოღვაწეობის / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

3. ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • რეკვიზიტები
  • განაცხადი/შეთავაზების ფაილი, რომელიც დეტალურად მოიცავს თარგმანის შესრულების ფას(ებ)ს*, 1 თაბახის (ა4 ფორმატის) ფურცელზე შესრულებულ თარგმანზე (იხილეთ დანართი).
  • თარგმანის ღირებულება ვადების მიხედვით (დაჩქარებული/სტანდარტული და ა.შ.);
  • ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);
  • მომსახურების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნის შესაბამისად 24 თვის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ კომპანიის ოფისში, (ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. 23) ან ელ. მისამართზე g.giorgobiani1988@gmail.com

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2017 წლის 19 იანვარი, 15:00 სთ.
წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გვანცა გურჩიანი; გიორგი გიორგობიანი;
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
მის.: თბილისი, ახვლედიანის ქ. N23
ელ. ფოსტა: gurchianigvancsa@gmail.comg.giorgobiani1988@gmail.com;
ტელეფონი: +(995) 577 48 02 25; +(995) 577 64 00 74;

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები