ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2116 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების შესყიდვის თაობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციას დაემატა დანართი 1.4

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების შესყიდვის მიზნით:

1. ფიზიოთერაპიული კომბინირებული (ელექტრო–ულტრაბგერითი) თერაპიული აპარატი – რაოდენობა 1 ცალი, დანართი #1.1;
2. მაგნეტო-ინფრაწითელი ლაზერული ფიზიოთერაპიული აპარატი–რაოდენობა 1 ცალი, დანართი#1.2;
3. ნეიროქირურგიული ინსტრუმენტები – რაოდენობა 20 ცალი, დანართი #1.3;
4. ეკგ (ჰოლტერი) მონიტორინგის აპარატი – რაოდენობა 2 ცალი, დანართი #1.4;

  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
  • მოწოდების ადგილი: ქ. გორი

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად (დანართი#1.1–დანართი #1.4);
  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა;

შენიშვნა:  პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით (ტენდერის # 50785 ) 2017 წლის 23 იანვარს, 15:00 სთ–მდე  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა (დანართის #1.1-დანართის#1.4 სახით). დანართები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში.
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები