ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2132 - ტენდერი ლიცენზიების შესყიდვასა და შემდგომ მხარდაჭერაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს VMWARE -ს შემდეგი სახის ლიცენზიების შესყიდვასა და მის შემდგომ მხარდაჭერაზე.

შესყიდვისას აუცილებელია პარტნიორმა უზრუნველყოს ვენდორთან Enterprise License Agreement (ELA) გაფორმება.

ლიცენზიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ატორიზაციის წერილი (MAF);
  • მოწოდების ვადა: 30 დღე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 10 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, მაგალითად პუნქტი #1-ის, პუნქტი#2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

 წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ლევან ჯიქიას ელ-ფოსტაზე ljikia@bog.ge +995577474484 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=692&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები