ჩაბარების ვადა:

24 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2134 - ტენდერი სატვირთო ლიფტის რემონტზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს სატვირთო ლიფტის რემონტის  შესახებ.

სატვირთო ლიფტი: Q – 1000 კგ. H – 30მ. (რუსული წარმოების)

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი:

  • ძველი ელ. გაყვანილობის დემონტაჟი.
  • მართვის კარადის დემონტაჟი.
  • სართულის ამომრთველების დემონტაჟი.
  • სართულის კარებების რემონტი 6ც.
  • ლიფტის კაბინის რემონტი.
  • ელექტრონული მართვის კარადის მონტაჟი.
  • სართულებზე სენსორული ამომრთველების მონტაჟი.
  • ძალოვანი კაბელების შეცვლა ახლით.
  • ჩართვა და შემოწმება.

საჭირო მასალებითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფას განახორციელებს ,,მინა“.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის 24 იანვრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:

• კომპანიის რეკვიზიტები;
• პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
შემოთავაზება - განფასება მომსახურების ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე aalaverdashvili@mina.com.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები