ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T216 - ტენდერი საკასო ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკასო შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • 1. 50 ერთეული ფულის სათვლელი აპარატი
  • 2. 15 ერთეული ხურდის მთვლელი აპარატი
  • 3. 4 ერთეული ორ პაკეტიანი ფულის შესაფუთი აპარატი
  • 4. 32 ერთეული სამ ჯიბიანი ხურდა ფულის მასორტირებელი
  • 5. 18 ერთეული ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატი
  • 6. 25 ერთეული ფულის ნეკნების შესაფუთი აპარატი
  • 7. 1000 ცალი ფულის ნეკნების შესაფუთი აპარატის ქაღალდი
  • 8. 150 ცალი ალუმინის კონტეინერი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

საგარანტიო ვადა მოთხოვნილ პროდუქციაზე უნდა იყოს 1 (ერთი) წელი

მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 4 (ოთხი) კვირას

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა შემოგვთაავზონ ფასები კონკრეტული აპარატის მოდელის მითითებით

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა მოგვაწოდონ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პოზიციების (სამ ჯიბიანი ხურდა ფულის მასორტირებელი, ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატი, ფულის ნეკნების შესაფუთი აპარატი, ფულის ნეკნების შესაფუთი აპარატის ქაღალდი) სატესტო ვარიანტი

ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატი უნდა იყოს განკუთვნილი შემდეგი ვალუტებისთვის: ლარი, დოლარი, ევრო, ფუნტი, რუსული რუბლი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი. აგრეთვე, აღნიშნული პოზიციის შეთავაზებაში უნდა შედიოდეს აპარატების განახლებების მომსახურება

მე-8 პოზიციის (150 ცალი ალუმინის კონტეინერი) სპეციფიკაცია იხილეთ #1 დანართში


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 31 ოქტომბრიდან – 2014 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის საკასო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=323&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".