ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2216 - ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვასა და მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ნივთების შესყიდვასა და მიწოდებაზე.

საინფორმაციო ჩანართი
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ წარმოადგენს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმობესებაზე პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისების მოწიდებისა და მათი ადვოკატირების გზით.

 „თანადგომა“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ნივთების შესყიდვასა და მიწოდებაზე, რისთვისაც იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს და პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ „თანადგომა“-ს აქვს ცენტრალური ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.

შესყიდვის ობიექტი
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ პერიოდულად ახორციელებს საკანცელარიო ნივთების შეძენას და მოწოდებას. საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი და ფილიალების მისამართები მოცემულია დანართი #1 ში. 

ანგარიშსწორების პირობა
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქონლის მოწოდების შემდეგ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმვლობაში. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე: logistic@tanadgoma.ge 

სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

გთხოვთ, ცალკე გამოყოთ საქონელის ფასი და ცალკე ტრანსპორტირების ხარჯი ყველა ფილიალში.

შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით;
ყველა პრეტენდენტ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება ტენდერის საბოლოო შედეგების შესახებ (მითითებულ ელ.ფოსტაზე)

შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ფასი
  • მიწოდების ვადები და ხარისხი
  • გამოცდილება ანალოგიურ სფეროში 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პრეტედენტმა საჭიროა წარმოადგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 2 ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
  • თუ პრეტენდენტს არ შეუძლია დანართ 2-ში მითითებული რომელიმე კონკრეტული საშუალების მოწოდება, მაშინ მას შეუძლია გააკეთოს ალტერნატიული შეთავაზება, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელი უნდა დაამტკიცოს რაიმე ფორმით.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 15 თებერვალი, 17:00 საათი 

დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:
ივანე გონგაძე
Mob: 551 730787
Email: logistic@tanadgoma.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა