ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2217 - ტენდერი სამსახურეობრივი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მასალის: სამსახურეობრივი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე 08/02-NEO-P/UNI-17 

ტენდერი იყოფა ორ ლოტად: 

  • ლოტი N1:
# დასახელება ერთ. განზ. დაახლოებითი რ-ბა ზომის დიაპაზონი
1 აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის შარვალი ცალი 305 XS-5 XL
2 აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის მაისური ცალი 610 XS-5 XL
3 აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის შემოდგომა-გაზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის ქურთუკი ცალი 305 XS-5 XL
4 აგგს-ის დამლაგებლების ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის წინსაფარი ცალი 60 XS-5 XL
  • ლოტი N2:
1 აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის ფეხსაცმელი წყვილი 305 39-48

ზომები რაოდენობების მიხედვით დაზუსტდება შემსრულებლის მიერ თითოეული ზომის ნიმუშის წარმოდგენის შემდეგ ერთი კვირის ვადაში. 

დართულ ფაილებში, გთხოვთ იხილოთ სპეც. ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ტექნიკური სპეციფიკაცია, დიზაინი, ნეოგაზის ლოგო.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება თითოეული ლოტისათვის შევსებული დანართი N1-ის სახით;
      - ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კილომეტრი.
  • ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაცია/გამოცდილების და ტექნიკური რესურსების შესახებ.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი: კლიენტის დასახელება, სამუშაოს დასახელება, მოცულობა და პერიოდი).
  • ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • შესყიდვის ობიექტის თითოეული დასახელების ნიმუში. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ; 

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისთვის მოთავსებული უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტ(ებ)ს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტ(ებ)ს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელ. ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14; 

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 21 თებერვლის 14:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18800000 ფეხსაცმელი