ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2228 - ტენდერი ფართო, საშუალო და მცირე ფორმატიან ბეჭდვასა და მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს ფართო, საშუალო და მცირე ფორმატიან ბეჭდვასა და მომსახურებაზე. 

შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილოთ თანდართულ ფაილში. 

შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები და პირობები:

  • მომწოდებელმა თითოეული პროდუქტისთვის ფასების დეტალური განაწილება უნდა აიტვირთოს Microso ft Word - ის ფორმატში.
  • მომწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
    - წარმოადგინოს ბეჭდვითი ნიმუშები ყოველი წარმოდგენილი მასალის მიხედვით. მოწოდებული ფასი ნიმუშის გარეშე არ განიხილება. (საქართველოს ბანკის მიერ მოწოდებული პრინტ ფაილის საფუძველზე)
    - უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში არსებულ შეკვთის შესრულების ვადას. ვადა კრიტიკულია და დაუშვებელია მისი კორექტირება. ვადის ათვლა ხდება, საქართველოს ბანკის მიერ, სამუშაო დღის მანძილზე, წერილობითი შეტყობინებისა და პრინტფაილის მიწოდების მომენტიდან. კვადრატული მეტრების ცვლილების შემთხვევაში ვადა შეიცვლება მის პროპორციულად.
    - შეკვეთის შესრულების შემდგომ უნდა მოახდინოს მასალების მიწოდება, შესრულებული სამუშაოს ფოტოპრეზენტაცია და აკურატული რეპორტი, შეკვეთის შესრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
    - უნდა განახორციელოს შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი თვეში ერთხელ შემდეგ მომსახურებაზე (ბილბორდებზე ბანერების განთავსება) და წარმოადგინოს ფოტოპრეზენტაცია.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 9 თებერვლიდან – 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 525 404
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში პროდუქტი #1-ის გასწვრივ პირველი ცხრილის შევსების შედეგად მიღებული ფასების ჯამი, ხოლო პროდუქტი #2 -ის გასწვრივ მეორე ცხრილის შევსების შედეგად მიღებული ჯამი;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე. 

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე: 
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=703&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები