ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2237 - ტენდერი ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:  

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე 14/01-GIEC-S/CAT-17 

მომსახურების აღწერა:

  • მზა კერძების, კვების პროდუქტების, საჭირო დანამატებისა (მარილი, პილპილი, შაქარი), და აქსესუარების (ხელსაწმენდი, კბილის ჩხირი) მიწოდება „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ადმინისტრაციულ ოფისში:
    - საკვები უნდა დამზადდეს ახალი პროდუქციით.
  • თანამშრომლების საორიენტაციო რაოდენობა - 130 ადამიანი;
  • მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ადმინისტრაციული ოფისი (GIG PLAZA).
    - არსებული სასადილო დარბაზის ფართობი: 70 კვ. მეტრი:
    - მომსახურების გაწევის პერიოდში დამკვეთის მიერ მოხდება მომსახურე კომპანიისათვის არსებული ფართის ნაწილის (36 კვ. მეტრი) იჯარით გადაცემა - ფასი 370 ლარი თვეში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • გადახდა მოხდება თანამშრომლების მიერ შემდეგი მეთოდით:
    - ნაღდი ანგარიშწორება;
    - პლასტიკური ბარათი.
  • სადილის დრო - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 13:00 – 16:00 საათამდე:
    - ამ პერიოდის მანძილზე სასადილოში უნდა იყოს მომსახურე პერსონალი;
  • ინფორმაცია სასადილო დარბაზის, აღჭურვილობისა და ინვენტარის შესახებ გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • მინიმუმ ერთი (რეკომენდირებულია სამი) სარეკომენდაციო წერილი;
  • დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
    - მენიუს მრავალფეროვნება ჩაითვლება დადებით ნიუანსად;
  • სადილის პერიოდში მომსახურე პერსონალის რაოდენობა, მოვალეობები (ჭურჭლის მრეცხავი, საჭმლის გამცემი, ა.შ);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია); 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ; 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: გიორგი ჩაფიძე. g_chapidze@gig.ge ; 595 07 35 02. 

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი; 

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 22 თებერვლის 15:00; საათი;

ტენდერის (დახურული) განხილვა მოხდება: 2017 წლის 22 თებერვალს;

შერჩეულ პრეტენდენტებთან საჭმლის დეგუსტაცია გაიმართება 23.02.2017 – 24.02.2017 წინასწარ შეთანხმებულ დროს.

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება