ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2017, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T2241 - ტენდერი ავტო გაზსამართი სადგურის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:  

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე 15/01-NEO-S/R-17

მომსახურების აღწერა:

  • შპს ნეოგაზი-ს საკუთრებაში არსებული „ნატახტარი“-ს ავტო გაზგასამართი სადგურის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
  • მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: მცხეთის რაიონის სოფ. წეროვანი (ს/კ: 72.08.22.233)
  • სამუშაოების მოცულობები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში. 

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე;
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა. t_chichua@giec.ge; 591 93 10 10.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ოთარ გოცირიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 46 48 08. 

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 27 თებერვალი 13:00 საათი; 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება