ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2242 - ტენდერი საწვავით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავით უზრუნველყოფაზე. 

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციული კომპანია რომელთანაც გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება საწვავის მოწოდებაზე.

2017 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობებია: 

საწვავის ტიპი ლიტრი
პრემიუმი ტალონებით 21000
პრემიუმი პლასტიკურით 60000
ევრო დიზელი პლასტიკურით 3000
ევრო დიზელი ტალონებით 4000

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი.
  • ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში. 

აუცილებელი მოთხოვნა:
ლოტი #1

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი. 

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
  • საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადება იგზავნება სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის საკონტაქტო დეტალების და ტენდერის დასახელების მითითებით: თბილისი 0103, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3 . წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 თებერვალი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 1153).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი