ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2017, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T2249 - ტენდერი ჰიდროაგრეგატისთვის საკონტაქტო რგოლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მასალის, კერძოდ ჰიდროაგრეგატისთვის საკონტაქტო რგოლების შესყიდვაზე 17/01-GIEC-P/CR-17 

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • შესასყიდი რაოდენობა - 1 კვანძი
  • დეტალური სპეციფიკაცია და ნახაზები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული დანართი 1-ის სახით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
    - მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში თითოეული. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66. 

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 მარტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები