ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2252 - ტენდერი ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების კაპიტალური რემონტისა და სხვადასხვა დეტალების დამზადებასა და შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:  

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების კაპიტალური რემონტისა და სხვადასხვა დეტალების დამზადებასა და შესყიდვაზე 17/02-NEO-S/MR-17

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
ლოტი N1: ფეთქებადუსფრთხო ელ. ძრავების კაპიტალური რემონტი დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში

ძრავების ტიპი და შესაბამისი რაოდენობა:

1 ВАО 2 315 M 8 132 კვტ 750 ბრ/წთ 2 ცალი
2 ВАО 112 M 4 3 კვტ 1500 ბრ/წთ 4 ცალი
3 315 M/L - 04 200 კვტ 1500 ბრ/წთ 1 ცალი
4 ВАО 250 4M 250 კვტ 1500 ბრ/წთ 1 ცალი
5 АИР 160 S 6 11 კვტ 1000 ბრ/წთ 2 ცალი
6 АИР 132 S 4 7,5 კვტ 1500 ბრ/წთ 2 ცალი
7 АИР 112 M 4 5,5 კვტ 1500 ბრ/წთ 2 ცალი

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება. ძრავების მიწოდება ეტაპობრივად მოხდება დამკვეთის მიერ.

ლოტი N2: სხვადასხვა დეტალების დამზადება:

  • გაზის გაგრილების 3 კვტ-ი ელ.ძრავის 10 ც ფრთის დამზადება, ბალანსირება. დამკვეთის მიერ მიწოდებული ნიმუშის მიხედვით.
  • 75 კვტ, 132 კვტ, 200 კვტ, 250 კვტ სიმძლავრის ფეთქებად უსაფრთხო ელ.ძრავების წინა და უკანა 10 (5+5) ცალი გამნიავებლის ჩამოსხმა, სახარატო დამუშავება და ბალანსირება.

კომპანია ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენილი დოკუმენტაცია:
ლოტი N1:

  • თითოეული ძრავისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა კაპიტალური რემონტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

ლოტი N2:

  • კომერციული წინადადება თითოეული დეტალისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას გამარჯვებულისგან მოითხოვოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
    - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
    - ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
    - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. ელ.ფოსტა: l_tsiklauri@gig.ge;  საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
    - საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან ლაბაძე; საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 2 მარტი, 14:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება