ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T226 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში)

საქონლის და მომსახურების დასახელება:

  • 1. 19 ლიტრიანი ბალონი
  • 2. ერთჯერადი ჭიქა


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • აკრედიტაციის მოწმობა
  • წყლის ქიმიური ანალიზი
  • წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზი


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში)

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები უსასყიდლოდ მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე

მიმწოდებელი ვალდებულია შეკვეთები მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 11 ნოემბრიდან – 2014 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისაგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
  • მიმწოდებელი ვალდებულია მყიდველისგან მიღებული შეკვეთა თბილისის მასშტაბით დააკმაყოფილოს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს, ხოლო რეგიონის შემთხვევაში, ორი სამუშაო დღის განმავლობაში
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით შეაკეთოს დისპენსერები დაზიანების შემთხვევაში
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 21 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სასმელი წყლის შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=325&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".