ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2260 - ტენდერი ფოლადის ხამუთების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ფასთა გამოკითხვას მასალის: ფოლადის ხამუთების შესყიდვაზე. ტენდერის # 21/02-SAQN-P/СLAMP-17 

შესასყიდი მასალის სპეციფიკაცია:

  • ლითონის ხამუთები დართული ნახაზის თანახმად (დანართი N1).
  • წლის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 26,200 ცალი;
    - მიწოდების გრაფიკი, დანართი N2-ის მიხევით.

შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 3 სახით სრულად შევსებული (მასალა: ფოლადი 3, ფოლადი 20);
    - ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება/ნომერი;

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზვიად ჭანტურიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 77 39.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 თებერვალი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
  • 14700000 ძირითადი ლითონები