ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2313 - ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ვესტ საიდ ჯგუფი” ( სატრანსპორტო კომპანია “Reno Taxi”) აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შექმნაზე.

ვებ-გვერდის შექმნისას შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე: 

  • სრულად მოქმედი, განახლებადი ვებ-ვერდის შექმნა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • ვებ-გვერდის მენეჯმენტის სისტემის წარდგენა, აუცილებელია ვებ გვერდი იყოს მართვადი;
  • ვებგვერდის სერვერზე განთავსება;
  • დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
  • ვებ-გვერდის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირის ტრენინგი შემდგომში ვებ-გვერდის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
  • ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა. 

განაცხადს/წინადადებას უნდა ერთვოდეს ვებ-გვერდის მონახაზი, ესკიზი, ბიუჯეტი, დამატებით ტექნიკური საკითხების დეტალები და განმცხადებლის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების ნიმუშები. წინადადების წარდგენისას გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის 13 მარტიდან 2017 წლის 1 აპრილამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: maikokartvelishvili120180@gmail.com და დალუქული კონვერტის სახით შემდეგ მისამართზე: გმირთა მოედნის N1 (ცირკთან);

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
მაია ქართველიშვილი
ტელ: (+995) 599 87 75 54
ელ. ფოსტა: maikokartvelishvili120180@gmail.com 

ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ტენდერის კატეგორია:

  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება