ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2318 - ტენდერი დერატიზაციის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის სერვის ცენტრების, ექსპრეს სერვის ცენტრებისა და ოფისების მომსახურება შემდეგ სამუშაოებზე:

  • დერატიზაცია
  • დეზინსექცია
  • დეზინფექცია
  • ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავება
# გეგმიური სამუშაოები   ფასი 1 კვ. მეტრზე
1 გეგმიური    
# არაგეგმიური სამუშოები რეგიონების მიხედვით ფართი კვ.მ ფასი 1 კვ. მეტრზე
2 თბილისი 55500  
3 შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
მცხეთა-მთიანეთი
2600  
3800  
200  
4 კახეთი 4000  
5 იმერეთი
სამცხე-ჯავახეთი
5700  
1300  
6 აჭარა
გურია-სამეგრელო
5400  
4800  

შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • გეგმიური სამუშაოების შემთხვევაში საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე მომსახურების ფასს 1კვ/მ-ზე;
  • არაგეგმიური სამუშაოების ფასი გულისხმობს ფასს ოთხი მომსახურებიდან ნებისმიერ ერთ მომსახურებაზე, 1 კვ/მ-ზე.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს საკუთარი მასალით, ინვენტარითა და სამუშაო ძალით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებების ხარისხის სერთიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა;
  • მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო/სადეზინსექციო/სადეზინფექციო/ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის.
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და ქვეწარმავლებისგან დასაფრთხობი ღონისძიებების ხელახალი ჩატარება უსასყიდლოდ, თუ მიწოდებული მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება შედეგიანი, რაც გამომჟღავნდება სამუშაოს ჩატარებიდან 1 თვის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 14 მარტიდან – 2017 წლის 21 მარტის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1–ის, პროდუქტი #2–ის და ა.შ გასწვრივ.
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ბესიკ ქიტიაშვილს +995 (555) 000778

სატენდერო საიტზე დარეგისტრირებასთან და ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: თეონა არდოტელს +995 (577) 120570

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მარტი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=712&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება