ჩაბარების ვადა:

22 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2332 - ტენდერი სააღდგომო პასკებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სააღდგომო პასკების შესყიდვაზე;

საქონელის დასახელება: 6000 ერთეული 1000 გრ. (ერთ კილოგრამიანი) პასკა სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში: 1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი; 2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პასკის მიახლოებითი გაბარიტები (პასკის დიამეტრი და სიმაღლე)

აუცილებელია შეფუთვა იყოს მუყაოს ყუთის;

  • მუყაოს ყუთის შეფუთვის დიზაინს, რომელშიც მოთავსდება პასკა, მომწოდებელი მიიღებს დამკვეთი კომპანიისგან (სს საქართველოს ბანკისგან). მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ყუთების დამზადება და ყუთში პასკის მოთავსება;
  • ყუთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.

მომწოდებელი ვალდებულია პასკის ნიმუში მოგვაწოდოს 22 მარტს, 12:00 საათზე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში თამარ კეკელიას სახელზე (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა, სანაპიროს მხრიდან);

ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 17 მარტიდან – 2017 წლის 22 მარტის ჩათვლით;

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ბანკს შეკვეთის პირველი ნაწილი (3000 ერთეული შეფუთვა) 2017 წლის 3 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ურეკის ქუჩა #2 , ხოლო მეორე ნაწილი (3000 ერთეული შეფუთვა) 2017 წლის 7 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ურეკის ქუჩა #2.

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ : 577 975707 თაკო კეკელია

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 მარტი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=715&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი