ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2334 - ტენდერი დასაბანდეროლებელი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს დასაბანდეროლებელი აპარატების შესყიდვაზე.

# დასახელება რაოდენობა ერთ. ფასი
1 ფულის დასაბანდეროლებელი აპარატი 70 ცალი  

შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

მახასიათებლები:

  • აპარატი უნდა იყოს კომპაქტური ზომის ისე, რომ განთვსდეს სამუშაო მაგიდაზე სხვა მოწყობილობებთან ერთად, მსუბუქი (დაახლ. 8 კგ), მინიმალური უნდა იყოს ხელით ჩარევის პროცესი დაბანდეროლებისას, ანუ აბანდეროლებდეს ავტომატურად და სწრაფად; შესაძლებელი უნდა იყოს ზომების რეგულირება ბანკნოტების (ვალუტის) ზომების მიხედვით, კრავდეს მჭიდროდ და არ კეცავდეს ბანკნოტების შეკვრას; ადვილი გამოსაყენებელი, სასურველია ბანდეროლზე ბეჭდავდეს თარიღს/დროს, გაცხელებისას არ უნდა ქონდეს სუნი.
  • სავარაუდო ზომები (სიგრძე X სიმაღლე X სიგანე) : 245 მმ X 215 მმ X 230 მმ;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ლადო სიჭინავას სახელზე)
  • გარანტია: 1 წელი

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 17 მარტიდან 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ლადო სიჭინავა ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4617)
მობ.:(+995 599) 740041/ ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 მარტი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=716&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები