ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T234 - ტენდერი საბლანკო საქონლის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბლანკო საქონელის შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის და მომსახურების დასახელება:

  • 1. ვესტერნ იუნიონი ბლანკი (განაღდება) – 100 ცალი
  • 2. ვესტერნ იუნიონი ბლანკი (გადარიცხვა) – 100 ცალი
  • 3. „რუსლავბანკი“ ბლანკი (განაღდება) – 100 ცალი
  • 4. „რუსლავბანკი“ ბლანკი (გადარიცხვა) – 100 ცალი
  • 5. „ელვა“ ბლანკი (განაღდება) – 100 ცალი
  • 6. „ელვა“ ბლანკი (გადარიცხვა) – 100 ცალი
  • 7. მემორიალური ორდერი – 100 ცალი
  • 8. განაცხადი ნაღდი ფულის შეტანაზე – 100 ცალი
  • 9. მეანაბრის ბარათი – 100 ცალი
  • 10. ფაქსიმელია – 100 ცალი
  • 11. ყდა – 6500 ცალი
  • 12. ფულის ზედნადები 1, 2,5, 10, 20, 50, 100 – 45000 ცალი
  • 13. ქვეშნადები უწარწერო პატარა – 45000 ცალი
  • 14. ქვეშნადები უწარწერო დიდი – 22000 ცალი
  • 15. ტიტულიანი ბლანკი – 10000 ცალი
  • 16. ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი) – 5000 ცალი
  • 17. ბანდეროლი 1, 2,5, 10, 20, 50, 100 – 210000 ცალი
  • 18. ინვენტარის ბარათი – 50 ცალი
  • 19. ნაერთი ბარათი – 50 ცალი
  • 20. ინკასაციის ბლანკი (3 ფენა, არაკოპირებადი) – 10000 ცალი
  • 21. არქივის იარლიყი – 100 ცალი
  • 22. ინკასაციის ბლანკი (4 ფენა, არაკოპირებადი) – 100 ცალი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ერთეულის ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 18 ნოემბრიდან – 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის საბლანკო საქონლის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=329&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".