ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2349 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ცეცხლმაქრების შესყიდვა/მომსახურებაზე.

# დასახელება ერთეულის ფასი
1 ცეცხლმაქრი  
1 დამუხტვა/ მომსახურება  

შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

ცეცხლმაქრების ტექნიკური მახასიათებლები:

  • შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს;
  • ცეცხლმაქრის კატეგორია ABC /ABCE უნივერსალური;
  • კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინით (სამაგრი);
  • რაოდენობის მაჩვენებელი მანომენტრით;
  • დრეკადი მილით;
  • დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალური პლომბით;

დამუხტვა/მომსახურება:

  • მოწესრიგდეს ცეცხლმაქრი (ცეცხლმაქრის შლანგი თუ გაბზარულია ან დაშაშრულია უნდა შეიცვალოს ახლით და ასევე აღმოიფხვრას სხვა დაზიანებები);
  • დატანებული უნდა იყოს ცეცხლმაქრზე ინფორმაცია (მიკრული სტიკერით ან მარკერით მიწერილი თარიღით) თუ რა დროის განმავლობაში დაიმუხტა და როდის უნდა დაიმუხტოს ახლიდან;
  • დამუხტულ ცეცხლმაქრს უნდა ქონდეს ხარისხის გარანტია (გამოყენების შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ABC /ABCE კატეგორიის ცაცხლმაქრს);
  • იმ შემთხევაში თუ ძველ ცეცხლმაქრს არ ექნება კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინი (სამაგრი) სასურველია შეძენილი და ჩამოკიდებული იქნას შესაბამის ადგილას (ცეცხლმაქრი უნდა იყოს ჩამოკიდებული კედელზე ან ჩასმული სპეციალურ კარადაში რომ არ მიიღოს მექანიკური დაზიანება);

ცეცხლმაქრი ქრობა უნდა შეესაბამებოდეს:

  • A კლასი – ძირითადად ორგანული წარმოშობის მყარ ნივთიერებათა ხანძრები, რომელთა წვას თან ახლავს ბჟუტვა (მერქანი, ქსოვილი, ქაღალდი);
  • B კლასი – წვადი სითხეების ან დნობადი მყარი ნივთიერებების ხანძრები;
  • (C ან E) კლასი – ელექტროდანადგარების წვასთან დაკავშირებული ხანძრები;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
  • პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ავთნდილ ჯაფარიძის სახელზე)
  • გარანტია: 2 წელი

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 27 მარტის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;  
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ავთანდილ ჯაფარიძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4626)
მობ.:(+995 599) 790909/ ელ-ფოსტა: avtandiljaparidze@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 27 მარტი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=717&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები