ჩაბარების ვადა:

21 აპრილი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2352 - ტენდერი მეთევზეების გემის სანავიგაციო გემბანის აღჭურვილობის სიმულატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით. MCA-Georgia-ს განზრახული აქვს მიმართოს თანხები სათანადო გადახდების განსახორციელებლად იმ კონტრაქტებთან დაკავშრებით რომელთათვისაც გამოქვეყნდა წინამდება მოთხოვნა შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ.

მოწვეული ხართ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება მოცემულ საქონელზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე:

N საქონლის და მომსახურების აღწერა რაოდენობა/დრო
Goods
1 მეთევზეების გემის სანავიგაციო გემბანის აღჭურვილობის სიმულატორი 1
დაკავშირებული მომსახურება
1 ინსტალაცია მიტანიდან 30 დღის განმავლობაში
2 ტესტირება ინსტალაციის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში
3 ტრენინგი 5 დღიანი ტრენინგი, ტესტირების დასრულებისთანავე
4 საგარანტიო მომსახურება 2 წელი მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან

თქვენი შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ყველა ზემოხსენებული საქონლის და მომსახურების ფასებს.
ნაწილობრივი შემოთავაზებები დაუშვებელია და არ განიხილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

თქვენი შემოთავაზებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ (i) ხელით ერთი (1) ორიგინალი და ორი (2) ასლი, ან (ii) ელექტრონული ფოსტით PDF ფორმატში მოცემულ მისამართზე: 

დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ან გამოგზავნეთ ელექტრონულად მოცემულ მისამართებზე:
E-mail: procurement@mcageorgia.ge
ktateshvili@mcageorgia.ge

მყიდველის მიერ თქვენი შემოთავაზე(ბე)ბის მე-3 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 21 აპრილი 15:00 საათი საქართველოს დროით.

დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის საქონელზე და სხვა პირობებზე შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ხელმომწერი საკონტაქტო პირისგან წერილობით ფორმაში.

საკონტაქტო პირი:
შესყიდვების კონსულტანტი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ტელ: +995 32 2428528 extension: 117
E-mail: procurement@mcageorgia.ge 
ktateshvili@mcageorgia.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34500000 გემები და ნავები
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები