ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2363 - ტენდერი მცირედ დაზიანებული საქონლის (ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები) გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ აცხადებს ტენდერს მცირედ დაზიანებული საქონლის (ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები) გაყიდვაზე. დაზიანება გამოწვეულია დანესტიანებით, წყლის მოხვედრით საქონლის შეფუთვაზე.

შეგიძლიათ იხილოთ საქონლის მიმდინარე მდგომარეობა. საქონლის ჩამონათვალი და ნომენკლატურა შეგიძლიათ იხილოთ დანართში. ტენდერის ჩატარების ვადები და პირობები იხილეთ ქვევით

  • პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაციის გამოგზავნა (შევსებული ფორმა: ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ) ელ. ფოსტის მისამართზე tenders@premiumresidence.ge  - არა უგვიანეს 30 მარტის 18:00 საათისა;
  • ვიზიტი საწყობში პროდუქციის დასათვალიერებლად (თბილისი, ქსნის ქუჩა) - 31 მარტი 15:00 საათი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა არა უგვიანეს 3 აპრილის 15:00 საათისა;
პრეტენდენტებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tenders@premiumresidence.ge 

პრეტენდენტებმა სრულად უნდა შეავსონ დოკუმენტაცია რომელიც დანართების სახით თან ახლავს სატენდერო განცხადებას:

  • შემოთავაზების ფორმა;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ;

შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „პრემიუმ რეზიდენსისთვის“.
შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობება შერჩეულ პრეტენდენტს.

ტენდერის კატეგორია:

  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია