ჩაბარების ვადა:

21 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2394 - ტენდერი სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციული კომპანია რომელთანაც გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 1 წლის ვადით.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ყოველი მოთხოვნის საფუძველზე პროდუქციის მოწოდება უნდა უზრუნველყოს ბანკის ფილიალებში/ოფისებში (თბილისის ფილიალებში/ოფისებში ყოველთვიურად და რეგიონის ფილიალებში/ოფისებში ორ თვეში ერთხელ.), ასევე ფილიალებში/ოფისებში უნდა განათავსოს და ბანკს დროებით სარგებლობაში გადასცეს ხელსახოცი, ჰიგიენური ქაღალდის და საპნის დისპენსერები(კარგი ხარისხის. ხელსახოცი ქაღალდის შემთხვევაში დისპენსერი უნდა მუშაობდეს როგორც ელ. წყაროზე ასევე ელემენტზე.) და დაზიანების და ხარვეზით მუშაობის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი შეცვლა უსასყიდლოდ.

თანდართულ ფაილებას იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
  • ფასთა ნუსხა(პროდუქციის ჩამონათვალი);
  • ფილიალების მისამართები და დისპენსერების სავარაუდო რაოდენობა;

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ფასი;
  • პროდუქციის ხარისხი;
  • მოწოდების პირობები;

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ნუსხა(ფასი ლარში, გადასახადების და ტრანსპორტირების ჩათვლით), კომპანიის ბლანკზე დაბეჭდილი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული;
  • სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები.
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (საკონტაქტო პირების მითითებით);
  • საბანკო ამონაწერი ან/და ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები: 

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე);

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 21 აპრილი (18:00 სთ.)

ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ:

  • ბექა გოგორიშვილი - ლოჯისტიკის განყოფილება - მობ: 595149922; ელ-ფოსტა: Beka.Gogorishvili@terabank.ge 
  • ანდრო ტატიშვილი - შესყიდვების განყოფილება - მობ: 591409717; ელ-ფოსტა: Andro.Tatishvili@terabank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია