ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2431 - ტენდერი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #11/04-GIEC-S/TRP-17

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

ლოტი N1:

  • ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N2-ში მდებარე თბოელექტროსადგურის N3 ბლოკის 3ტ ТДЦ 200000/220-У1 ტრანსფორმატორის საშუალო შეკეთება (სამუშაოს დაწყების დრო: 2017 წლის პირველი მაისი):
    - ტრ-ის ორივე გამფრქვევ სარქველზე დეფექტების აღმოფხვრა;
    - სილიკაგელის ორივე ავზის ზედა და ქვედა ჩამკეტების შეკეთება;
    - ზეთის გაჟონვების აღმოფხვრა;
  • ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N2-ში მდებარე თბოელექტროსადგურის N3,4 ბლოკების სამარქაფო კვების 20ტ ТДНС-16000/110У1 ტრანსფორმატორის საშუალო შეკეთება (ზეთის გაჟონვების აღმოფხვრა); (სამუშაოების დაწყების დრო 2017 წლის 15 მაისი);

ლოტი N2:

  • კასპის რაიონის სოფ. იგოეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „იგოეთი ჰეს“-ის ТМ1800/10 ტრანსფორმატორის რემონტი:
    - ჟონვების ადგილების აღმოფხვრა;
    - შუასადებების შეცვლა;
    - შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით;
    - დიაგნოსტიკა და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის წარმოდგენა (ფოტოების დართვით);
  • კასპის რაიონის სოფ. იგოეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „იგოეთი ჰეს“-ის ТМ4000/35 ტრანსფორმატორის რემონტი:
    - ჟონვების ადგილების აღმოფხვრა;
    - შუასადებების შეცვლა;
    - გადამრთველის (РПШ)-ის გაუქმება და ერთ ფიქსირებულ პოზიციაში დატოვება (სსეკ-თან შეთანხმებით);
    - გაზური რელეს, ზეთის დონის მაჩვენებლის ტრ-ის ტემპერატურული მაჩვენებლის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა;
    - ტრ-ის შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით;
    - დიაგნოსტიკა და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის წარმოდგენა (ფოტოების დართვით);

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ლაბორატორიული გამოცდის ოქმები თითოეული ლოტისათვის, სამუშაოების საორიენტაციო მოცულობა ლოტი N1-ისთვის, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება თითოეული ლოტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაზებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
    - ლოტი N1: კახაბერ უნგიაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 50 37 35
    - ლოტი N2: მალხაზ სამინავა. საკონტაქტო ნომერი: 577 62 62 40

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 20.04.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება