ჩაბარების ვადა:

21 აპრილი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2432 - ტენდერი ზაფხულის ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მასალის: ზაფხულის ფეხსაცმლის შესყიდვაზე #11/04-NEO-P/SN-17

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ფეხსაცმელი (კეტასის სტილის, დაბალყელიანი, თასმიანი შესაკრავით) – 305 წყვილი;
  • ფერი - შავი, შავ ძირზე;
  • მასალა - ნატურალური ტყავი.

ზომები რაოდენობების მიხედვით დაზუსტდება შემსრულებლის მიერ თითოეული ზომის ნიმუშის წარმოდგენის შემდეგ ერთი კვირის ვადაში.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით;
    - ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კილომეტრი.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი მიწოდების ჩამონათვალი: კლიენტის დასახელება, მოცულობა და პერიოდი).
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში:
    - შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს რამოდენიმე ნიმუში, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნიმუშის მარკირება ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი დაკავშირება კომერციულ წინადადებაში მითითებულ თანხასთან/თანხებთან.
    - ნიმუშის ფასით მარკირება აკრძალულია;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელ. ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი ფეხსაცმელთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 21 აპრილის 15:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი