ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2450 - ტენდერი მოცულობითი სტიკერების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს - მოცულობითი სტიკერების დამზადებაზე.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ზომა - 6სმ * 1,6სმ
  • რაოდენობა - 5000 ცალი

სატენდერო აპლიკაცია უნდა მოიცავდეს:

  • ნიმუშს (მიბმული ფოტოს მიხედვით)
  • შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას
  • ფასში უნდა შედიოდეს ყველა შესაბამისი გადასახადი (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯებს)

პროცედურა

  • ნიმუშებისა და აპლიკაციების მიღება იწარმოოს 28.04.2017-მდე
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოწოდება გაფორმების დღიდან 2 კვირაში.

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 28 აპრილის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;  
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 591005659 - თამარ მაცაბერიძე

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 აპრილი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=731&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 22100000 ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები
  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები