ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2454 - ტენდერი სპორტული მოედნის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა: 

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არა-სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 38-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KFW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ არის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილი, რომელიც პირველად “მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში; ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი, საზოგადოებაზე ორიენტირებული სასოფლო განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საო. „მერსი ქორფსი“ თანამშრომლობით აცხადებს ტენდერს : სპორტული მოედნის მშენებლობაზე დაბა ტბაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.
განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვემოთ.

სამუშაოს განხორციელების ადგილის მონახულება სავალდებულოა. მონაწილე, რომელიც არ დაესწრება ამ ვიზიტს ავტომატურად გაეთიშება კონკურსს. სატენდერო კომიტეტი აღრიცხავს ყველა მონაწილეს, რომელიც ინახულებს მშენებლობის ადგილს. 

სავალდებულოა ! ყველა მონაწილე დაესწროს შეთავაზებების გახსნის პროცედურას.

პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2017 წლის 26 აპრილს 13:00 საათზე. გასვლა მერსი ქორფს-ის ბორჯომის ოფისიდან.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მაისი. 17:00 საათზე.

ტენდერის განხილვა ჩატარდება 2017 წლისს 10 მაისს , მერსი ქორფსის ბორჯომის ოფისში 11:00 საათზე.
“მერსი ქორფს”-ის ბორჯომის ოფისი. საქართველო, ქ. ბორჯომი, ერეკლეს ქ. # 37.

საკონტაქტო პირი:

კოტე ბეგიაშვილი, ელ-ფოსტა - kbegiashvili@mercycorps.org მობ: 599 31 52 29

მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებენ პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება