ჩაბარების ვადა:

12 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2460 - ტენდერი მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა-დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ, მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა-დანერგვაზე კომპანიის მასშტაბით 21/04-GIG-S/CPS-17.

შესყიდვის ზოგადი პირობები:

  • განიხილება როგორც მზა პროგრამის დანერგვის ისე ახალი პროგრამის დაწერის ალტერნატივა;
  • აუცილებელი პირობა: პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ტექნიკური მხარდაჭერის (Support) შესაძლებლობა;

სისტემის მიმართ ზოგადი და დეტალური ფუნქციონალური მოთხოვნები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში. 

საქართველოს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • მსგავსი პროექტების (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვა) განხორციელების გამოცდილება:
    - წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა დამკვეთისა და პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი შემდეგი პუნქტებით:
    - პროგრამის შექმნისა და დანერგვის ფასი;
    - ლიცენზირების მოდელი და შესაბამისი ფასის მატრიცა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - თანამშრომლების ტრენინგი პროგრამის მოხმარებაზე (დასატრენინგებელი თანამშრომლების რაოდენობა განისაზღვრება ერთობლივად);
    - ტექნიკური მხარდაჭერის წლიური გადასახადი;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი.
  • სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

წინადადების წარდგენის წესი:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;
    - საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge.
    - ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართებზე:
    - to t_khuchua@gig.ge; cc: v_maisuradze@giec.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ტექნიკური ხასიათის კითხვების დასმა შესაძლებელია არაუგვიანეს 2017 წლის 05.05.2017, 18:00 საათი.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 12.05.2017, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები