ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2463 - ტენდერი არსებული სასერვერო კომპონენტების და ახალი დისკური სანახების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს არსებული სასერვერო კომპონენტების და ახალი დისკური სანახების შეძენაზე.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • პროექტის აღწერილობა;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

ინფორმაცია ტექნიკურ მახასიათებლებზე, პარამეტრებზე, რაოდენობებზე და შესასრულებელ სამუშაოებზე იხილეთ თანდართულ ფაილში „პროექტის აღწერილობა“.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად, სატენდერო კომისია შეარჩევს ერთ კვალიფიციურ კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს. აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასების ცხრილი, სადაც დეტალურად უნდა იქნას აღწერილი საქონლის ძირითადი მახასიათებლები (მწარმოებლის ან/და საფირმო ნიშნის და კონკრეტული მოდელის მითითებით), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • პროდუქციის/მომსახურების მოწოდების და ინსტალაციის ვადები;
  • წარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF).
  • ინფორმაცია შემოთავაზებული აპარატურის მწარმოებლის საქართველოს მინიმუმ ორი სერვის ცენტრის შესახებ;
  • ანალოგიური საქონლის მიწოდების განხორციელების გამოცდილება (წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია პროექტზე და საკონტაქტო პირი ვისთანაც განხორციელდა პროექტი);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ 3 ორიგინალი სარეკომენდაციო წერილით, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო ამონაწერი (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • შევსებული და ხელმოწერილი „შეთანხმება კონფიდენციალურობაზე”;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ სატენდერო განაცხადი მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, მისამართი: ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.

კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება: ტენდერი „არსებული სასერვერო კომპონენტების და ახალი დისკური სანახი შეძენაზე“;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 28 აპრილი (18:00 სთ.).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00(2008).

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები