ჩაბარების ვადა:

1 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2465 - ტენდერი თარგმანის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს კონკურსს თარგმანის მომსახურების შესყიდვაზე, შემდეგ ენებში: ქართული, რუსული, ინგლისური.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:
სამუშაო გამოცდილება წერილობითი თარგმანების შესრულებაში, იურიდიული და საბანკო-საფინანსო მიმართულებით (შესაბამისი სპეციფიკისა და ტერმინოლოგიის ცოდნით), შემდეგ ენებში:

# დასახელება 1 თაბახის (ა4 ფორმატის/2000 სიმბოლო) ფასი
1 თარგმნა ქართული ენიდან რუსულ ენაზე  
2 თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე  
3 თარგმნა ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე  
4 თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე  
5 პირდაპირი თარგმნა რუსული ენიდან ინგლისურ ენაზე  
6 პირდაპირი თარგმნა ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე  

აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში:

  • პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • მოკლე ბიოგრაფია, CV (ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
  • უცხო (ინგლისური/რუსული) ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი /სერთიფიკატი/სხვა დოკუმენტი;

იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:

  • იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის/თარჯიმანის მოღვაწეობის/გამოცდილების/საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • განაცხადი/შეთავაზების ფაილი, რომელიც დეტალურად მოიცავს თარგმანის შესრულების ფას(ებ)ს*, 1 თაბახის (ა4 ფორმატის) ფურცელზე შესრულებულ თარგმანზე:
    - ქართული ენიდან რუსულ/ინგლისურ ენაზე;
    - რუსული/ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
    - პირდაპირი თარგმნა რუსული/ინგლისური ენიდან ინგლისურ/რუსულ ენაზე;
    - თარგმანის ღირებულება ვადების მიხედვით (დაჩქარებული/სტანდარტული და ა.შ.);
    - თარგმანის შესრულების სტანდარტების მითითებით (შრიფტის ზომა, ტექსტის ინტერვალი და სხვ.);

ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);

აპლიკანტის მიერ განაცხადის ფორმის ატვირთვა უნდა მოხდეს ვებ გვერდზე www.tenders.bog.ge  არაუგვიანეს წინამდებარე სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ვადებისა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/მთარგმნელთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი მომსახურების ხელშეკრულება, თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მაისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=732&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები