ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2468 - ტენდერი ავტო ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ავტო ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერა:

  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია-ს საიჯარო საკუთრებაში არსებული ავტო ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
    მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: რაიონი თეთრი წყარო, სოფელი კოდა ს/კ 84.06.35.195
  • სამუშაოების მოცულობები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში. 
    შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ; 
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე;
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული) საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com  Mob: 577 00 49 49

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 8 მაისი 13 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება