ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2532 - ტენდერი რადიოკავშირგაბმულობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს რადიოკავშირგაბმულობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე:

# საქონლის დასახელება/აღწერა რაოდენობა ფასი
1 ციფრული ხელის რადიოსადგური (MOTOROLA DP1400) 70  
2 ციფრული ხელის რადიოსადგური (MOTOROLA SL1600) 2  
3 ანალოგური ხელის რადიოსადგურის, "MOTOROLA DP1400"-ის ციფრულ რეჟიმზე გადასაყვანი ელექტრონული გასაღები 39  
4 ხელის რადიოსადგურის აკუმულიატორი (NNTN4851A) 40  
5 ხელის რადიოსადგურის ყურსასმენი (PMLN6530A) 200  
6 საბაზო სადგური (MOTOROLA DM1600) 2  
7 ციფრული რეტრანსლატორი (SLR5500) 2  
8 რადიოკავშირის ცენტრალიზებული მართვის პროგრამული უზრუნველყოფა 1  
9 ქ. თბილისში ანძის მომსახურება ორ ერთეულ ციფრულ რეტრანსლატორზე 1  

შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • ხელის რადიოსადგურების კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს: EU სამუხტით, NNTN4851A მოდელის აკუმულიატორით, მცირე ზომის ანტენით და ქამარზე სამაგრით);
  • რეტრანსლატორის და საბაზო სადგურის კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ფუნქციონირების და მონტაჟსათვის ყველა საჭირო აქსესუარით;
  • მომწოდებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შემოთავაზებულ სისტემებზე, მწარმოებლის ოფიციალური სერთიფიკათი;
  • მოწოდების ვადები: 1 თვე;
  • გარანტია: მინ. 2 წელი;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge 
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოვწეროთ მეილზე: tenders@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 მაისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=739&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
  • 35700000 სამხედრო ელექტრონული სისტემები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები