ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2533 - ტენდერი ბანკომატების სათვლელ მანქანაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკომატების სათვლელ მანქანაზე - 50 ცალი.

მოთხოვნები:

  • თვლის სიჩქარე მინიმუმ 700 ბნ/წთ;
  • ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 3 (ჩასატვირთი, ნამდვილი, საეჭვო);
  • ჩასატვირთი ჯიბის ტევადობა - მინიმუმ 300 ბანკნოტი, ნამდვილი ჯიბის - მინიმუმ 200 ბანკნოტი, საეჭვო ჯიბის - მინიმუმ 50 ბანკნოტი;
  • სენსორულმა სისტემამ უნდა შეამოწმოს ბანკნოტის ნომინალი, ზომები, სისქე, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და მაგნიტური დამცავი ნიშნები.
  • სერიული ნომრის წაკითხვა და შედარება;
  • შერეული ბანკნოტების დათვლა მთლიანი თანხის გამოყვანით, ასევე ცალ-ცალკე დახარისხება, ნომინალის, ემისიის და ორიენტაციის მიხედვით;
  • გარე ეკრანისა და პრინტერის მიერთების საშუალება;
  • კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი + –10%. სიხშირე 50 ჰერცი + – 5%.

გარანტიები:

  • საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
  • მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
  • 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge 
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1- ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ლადო სიჭინავას 599 740 041;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 მაისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=740&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა