ჩაბარების ვადა:

8 ივნისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2539 - ტენდერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov) და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოების (ქიმიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები, აუდიტორიები და ოფისები) შესყიდვასთან დაკავშირებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines  კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

ობიექტის დათვალიერება გაიმართება 2017 წლის 25 მაისს.

შეკრების ადგილი და დროა:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5, სადარბაზოს შესასვლელთან
თბილისი 0108, საქართველო
დილის 10 საათზე საქართველოს დროით (GMT+4)

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 1 ივნისს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5, მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის.სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 8 ივნისს შემდეგ მისამართზე:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 8 ივნისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
Cc: dkemoklidze@mcageorgia.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები