ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2548 - ტენდერი სამთო დამხმარე აღჭურვილობაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - სამთო აღჭურვილობაზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მიწოდების ადგილი: მიწოდების ადგილად განისაზღვრება დამკვეთის მისამართი: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქუჩა N23

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მთელი კორესპოდენცია და დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები.
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი 1)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. N23, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com  არაუგვიანეს 2017 წლის 25 მაისის 16:00 საათამდე.

საკონტაქტო პიროვნება: გიორგო გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა