ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2560 - ტენდერი 300, 400 ან 500 მარკიანი ცემენტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს 300, 400 ან 500 მარკიანი ცემენტის შესყიდვის შესახებ.

გამყიდველმა 6 თვის განმავლობაში უნდა მოახდინოს დაახლოებით 16 000 ტონა ცემენტის მოწოდება. 

გამყიდველმა მიწოდება უნდა განახორციელოს ცემენტმზიდით, დაბა კაზრეთში, კომპანია „რმჯ“-ის საწარმოო ტერიტორიაზე.

ტენდერში მონაწილეობისათვის, პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • დოკუმენტაცია ბოლო ორი წლის ბრუნვის შესახებ.
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცემენტის ფასი დღგ-ს ჩათვლით (300, 400, 500 მარკების მიხედვით, თითოეული მარკისათვის ცალცალკე) და გადახდის პირობები.
  • თითოეული მარკის (300, 400, 500) ცემენტის ნიმუშები 2-2 კილოგრამის ოდენობით;
  • შემოთავაზებული საქონლის სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დოკუმენტი არარეზიდენტმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • ხელშეკრულება გაფორმდება ერთი მარკის ცემენტის მიწოდებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ;
  • პრეტენდენტს შეუძლია წინადადება წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე მარკის ცემენტზე, რომლის მოწოდების საშუალებაც მას აქვს.

პრეტენდენტის მიმართ არსებული მოთხოვნების შესახებ დეტალურად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი #3
  • განცხდთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მასში აღნიშნული თითოოეული სახის ცემენტის ნუმუში არანაკლებ 2 კილოგრამის ოდენობით. ნიმუშზე გარკვევით უნდა ეწეროს რა მარკის ცემენტია წარმოდგენილი.
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 02.06.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები