ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2017, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T2592 - ტენდერი ელექტრო თვითმტვირთავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს სპეცტექნიკის: ელექტრო თვითმტვირთავის შესყიდვაზე 08/06-SAK-P/FL-17

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
ელექტრო თვითმტვირთავი (ფორკლიფტი):

  • მწარმოებელი: ჩინეთი/ ევროპა
  • მდგომარეობა: ახალი/მეორადი
  • სამუშაო გარემო: მაცივარი, ტემპერატურით „ -25 გრადუსი ცელსიუსი“
  • მინიმალური ტვირთამწეობა: 1.5 ტონა
  • ტვირთის აწევის მინ. სიმაღლე: 2 მეტრი
  • თვითმტვირთავის მაქს. სიმაღლე: 2.4 მეტრი

განსაკუთრებული პირობა:
არაუგვიანეს 15.07.2017 -სა, თვითმტვირთავი უნდა იქნეს მიწოდებული დამკვეთის მისამართზე: ქ. თბილისი, აგლაძის ქ. N32.

შპს “ საქინვესტი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული ტექნიკის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია
    - მეორადი ტექნიკის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია ტექნიკის მდგომარეობის შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან კაკოიშვილი საკონტაქტო ნომერი: 599 26 32 22.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 15.06.2017, 12:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები