ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2596 - ტენდერი სადაზღვევო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სადაზღვევო მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:

  • ლოტი 1 - ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება
  • ლოტი 2 - ა/მანქანების დაზღვევის მოსახურება

ტენდერის ფარგლებში თითოეულ ლოტზე, ცალ-ცალკე შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

თანდართულ ფაილად იხილეთ:

  • შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
  • აღწერილობა;

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეთები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი(ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში)) ქართულ ენაზე, როგორც ამობეჭდილი (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული), ასევე ელექტრონული ფორმით (CD, USB), (სადაზღვევო პაკეტები Excel-ის ფორმატში).
  • სარეკომენდაციო წერილები (მინ. 3, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ჯანმრთელობის და/ან ა/მანქანის დაზღვევის კუთხით)
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • ტენდერის დასახელება
  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირი, ტელ./მობ. ნომერი და ელ-ფოსტა).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2017 წლის 19 ივნისის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“-ს სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.

დამატებითი ინფორმაციის, ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (2008

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები