ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2601 - ტენდერი ბულგარეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს ბულგარეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე.

  • მიმართულება: ვარნა/ბულგარეთი – ქსანი/საქართველო 
  • ტვირთი: სოდიუმის კარბონატი (სოდა)
  • ტვირთის რაოდენობა: 2800 ტონა (+-)
  • გადაზიდვის საშუალება: საზღვაო , სარკინიგზო.
  • დატვირთვის ადგილი: Port Varna West
  • დატვირთის დაწყების თარიღი : 03–07/07/2017 (L/C -დატვირთვა დაიწყება ნებისმიერ დღეს მითითებულ პერიოდში)
  • დატვირთვის პირობა: FOB (Free on board)
  • დანიშნულების ადგილი: ს.ს. „მინა“ ქსანი/მცხეთის რეგიონი/საქართველო
  • ბულგარეთიდან ბათუმის ან ფოთის პორტამდე საქონელი მოდის ზღვით, პორტიდან ქსნამდე საქონელი მოდის რკინიგზით, ღია ნახევარვაგონებით.
  • შეფუთვა: ტვირთი დაფასოებულია და შეფუთული 1 ტონიან ჩანთებში / Big Bags 120 X 120 სმ (დაშვებულია მცირედი ცდომილება + – 5 სმ.)
  • ტვირთი უნდა იყოს ჩამოტვირთული ან იმყოფებოდეს ჩამოტვირთვის პროცესში ბათუმის ან ფოთის პორტში არაუგვიანეს 20/07/2017 წ.
  • ადგილზე მიწოდება: პორტიდან ქარხანას, სოდა უნდა მიეწოდოს ღია/ნახევარ ვაგონებით, დღეღამეში არაუმეტეს 10 ვაგონისა
  • ტვირთის შემოტანა ქარხანაში / “MINA“–ს ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 24/07/2017.

შენიშვნა: გემი არ შემოდის საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, სანამ არ დასრულდება საქონლის წინასწარი განბაჟება. ყველა საბუთის ასლი უნდა დამოაგზავნოთ წინასწარ რათა, „მინა“-მ განახორციელოს წინასწარი განბაჟების ყველა პროცედურა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
  • შემოთავაზება , შემდეგი სახის : სატიტულო ფურცელზე (არსებობის შემთხვევაში) ტენდერში მითითებულ მოთხოვნაზე განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; 
შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 1 -4 კვირა.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე dsebiskveradze@mina.com.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
  • 60600000 წყლის ტრანსპორტის მომსახურებები