ჩაბარების ვადა:

23 ივნისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2603 - ტენდერი გათბობის სისტემებთან დაკავშირებით დოკუმენტების მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სერვის ცენტრებში არსებულ გათბობის სისტემებთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადებაზე.

შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები

  • მონაწილე კომპანიებს მომზადებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული უნდა ქონდეს მინიმუმ 10 (ათი) ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“, რაზედაც მათ მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მოსამზადებელი „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“-ს დაახლოებითი მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 66 ობიექტს; ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით.
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მასშტაბით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • გამარჯვებული კომპანია ასევე ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ვალდებულია:

  • „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“-ს მომზადება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
  • დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოება და შესაბამისი თვითმონიტორინგის ფორმების შევსების უზრუნველყოფა, ასევე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ყოველწლიური ფორმის შევსება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ ელექტრონული ანგარიშგების უზრუნველყოფა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. ამ ვალდებულებების დარღვევის გამო მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დამკვეთის დაჯარიმების და სხვა სახის სანქციების დაკისრების შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ანგარიშსწორების წესი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის სამუშაოს შესრულების ღირებულება შეადგენს:

  • „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“-ს მომზადება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნული ანგარიშის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმება - 1 ობიექტზე
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში დამკვეთის სახელით დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოება და შესაბამისი თვითმონიტორინგის ფორმების შევსების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით - 1 ობიექტზე
  • მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით დამკვეთის სახელით მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ყოველწლიური ფორმის შევსება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ ელექტრონული ანგარიშგების უზრუნველყოფა - 1 ობიექტზე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის, პროდუქტი #2-ის და პუნქტი #3-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ქეთევან მუმლაძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*8038)
მობ.: (+995 577) 623322 / ელ-ფოსტა: kmumladze@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 23 ივნისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=747&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება